ტომარაძე: ხვალიდან ძალიან მაგარ ქართულ საქმეს ვიწყებთ!!!

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ ფერეიდანში სტუმრობისას იქაურ ქართველებს პირობა მისცა და ამ პირობის ასრულებას ხვალიდან იწყებს. რა პირობაზეა საუბარი თავად ზვიად ტომარაძე მოგახსენებთ.

-„ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა “ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა”. დღეს ფერეიდანიდან ჩამოვიდა 12 ფერეიდნელი. პროექტის მიხედვით მათ 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით. მოკლედ, ხვალიდან ძალიან მაგარ ქართულ საქმეს ვიწყებთ!!!”

კომენტარის დატოვება