Reuters: ანკარაში 17 პოლიციელი დაიღუპა

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ  სამხედრო ხელმძღვანელობამ ჯარისკაცებს ბაზებში დაბრუნება უბრძანა.

მიუხედავად ამისა, სროლის ხმა ისმის, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ანკარაში უკვე მეხუთე აფეთქება მოხდა, მოქმედი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა თურქულმა F-16 მოიერიშემ ანკარაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.

ტელეარხი NBC იუწყება, რომ გერმანიამ არ მისცა დაშვების თანხმობა ერდოღანის თვითმფრინავს, არსებული ინფორმაციით მან გეზი ლონდონისკენ აიღო. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ ერდოღანის თვითმფრინავს თურქეთის საერთაშორისო აეროპორტში მისი მხარდამჭერები ელოდებიან.

Reuters-ის ინფორმაციით სროლის შედეგად ანკარაში 17 პოლიციელი დაიღუპა. 3 ამბოხებული სამხედრო დაკავებულია.

კომენტარის დატოვება