თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი მიმდინარეობს

ამ წუთებში სასტუმრო Holiday Inn-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი მიმდინარეობს.

შეხვედრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გახსნა. შეხვედრა ორ დღიანია.

ქართველი და უცხოელი ექსპერტები მსოფლიოში უსაფრთხოების თემებზე ისაუბრებენ. აქცენტები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე გაკეთდება.