ოკუპირებული ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს, რის მიზეზად  ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია სახელდება.

ინაუგურაცია ხვალ იგეგმება. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზღვარს დღეს ჩაკეტავს და შაბათს საღამოს გახსნის.

უკვე ცნობილია, რომ ბიბილოვის ინაუგურაციას დაესწრებიან სტუმრები რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან და მთიანი ყარაბაღიდან.