პარიზში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბოლო ინფორმაციით, პარიზში რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ imedinews -ს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა.

მისი თქმით საქართველოს საელჩოში ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებისგან არცერთი ზარი არ შესულა.
მუშაობს ცხელი ხაზი.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.
ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელდა მეორე პოლიციელის დაღუპვის ამბავიც, თუმცა ეკა სირაძე-დელონე ამ ცნობას უარყოფს. სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.