ქადაგი გიულენის მიმდევრები უარყოფენ რაიმე კავშირს გადატრიალებასთან

სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სტამბოლში გადასროლილი იქნება დამატებითი ძალები.

თურქეთის პრემიერმა თურქეთი არასაფრენ ზონად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს რომ როგორც სტამბოლიდან ასევე ანკარიდან განხორციელდება ფრენები.

ამ დროისთვის აეროპორტში მოსახლეობაა შეკრებილი და ისინი პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ.

თურქეთის საჰაერო სივრცე დახურულია. ქალაქში ისევ ისმის სროლის ხმა, თუმცა ძლიერი აფეთქებები აღარ მომხდარა.

Reuters ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლების მიერ ბრალდებულად გამოცხადებული ოპოზიციასთან დაახლოებული ქადაგი გიულენის მიმდევრები უარყოფენ რაიმე კავშირს გადატრიალებასთან.

BBC World News-ის ჟურნალისტი სერეფ ისლერი ტვიტერზე წერს, რომ ანტალიაში ხალხი პანიკაშია. ისინი იმარაგებენ და დიდი რაოდენობით პურს, ბენზინს, სიგარეტს ყიდულობენ.

კომენტარის დატოვება