დამასკოს აეროპორტში მძლავრი აფეთქება მოხდა

დამასკოს აეროპორტში მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ოპოზიციის აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აეროპორტში დაკვამლიანებაა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც.

უფრო ადრე კი სირიის პროვინციაში ხომსში აფეთქდა ავტობუსი და დაშავდა 10-მდე ადამიანი.