ტრამპი: პრეზიდენტობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა

Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

-„წინა ცხოვრება უფრო ადვილი იყო, ბევრი დროც მქონდა, პრეზიდენტობა კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, აქ იმაზე მეტი სამუშაოა, ვიდრე ვფიქრობდი. მეგონა ადვილი იქნებიდა“-განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით მუდმივი ყურადღების და დაცვის ქვეშ თავს შებოჭილად გრძნობს და არ დამალავს, რომ პრეზიდენტობამდე პერიოდი ენატრება.

-„მიყვარს მანქანის ტარება, მაგრამ ახლა ეს აღარ შემიძლია“-დასძინა ტრამპმა.