პარლამენტი იქნება ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტი და ბიზნეს სექტორი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად ითანამშრომლებენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის  წარმომადგენლებთან, პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ასევე, სხვა საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩვენ  თანამშრომლობის სხვადასხვა ფომატზე შევთახმდით.  პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. მთავარია, რომ ჩამოყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინასწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.