ლუკა ფეიქრიშვილი: ვიდეოები არ არის წაშლილი, მასზე მხოლოდ წვდომაა მოხსნილი!

ორგანიზაცია ,,ამბრელას“ წევრი ლუკა ფეიქრიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს:

-”მორიგი განცხადება მინდა გავაკეთო პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე….

ამ წუთებში გადავამოწმე პირადი ცოხვრების ამსახველი ვიდეოების სამივე ლინკი რომელიც ჩამიგდეს კომენტარებში!!!

ნახეთ მეგობრებო რახდება!!!

როდესაც ლინკებზე გადავდივარ აწერს რომ ვიდეო ისევ არსებობს მაგრამ მე არ მაქვს მისი ნახვის უფლება – ანუ რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს იმას რომ ვიდეოები განა წაიშალა? უბრალოდ წვდომაა მასზე მოხსნილი,იუთუბზეც შეგიძლია მსგავსი რამის გაკეთება ანუ ატვირთო ვიდეო და როცა მოგინდება მოიძებნება და ჩაირთვება როცა მოგინდება არ მოიძებნება და არ ჩაირთვება…

მოდით დავფიქრდეთ ვიდეოების ბლოკირება რო სახელმწიფო სამსახურებს მოეხდინათ,მაშინ სრულიად წაშლიდნენ ვიდეოებს და არა დამალავდნენ მასზე წვდომას მაგრამ არ მიაქცია ყურადღება ვიღაცამ იმას რომ რო ვინმეს შეიძლება ეთარგმნა რას გიწერს საიტი ლინკზე გადასვლისას როდესაც მასზე უბრალოდ წვდომას ხსნი და როდესაც ბოლომდე შლი ვიდეოს საიტიდან ცხადია არ დაგიწერს იმას რასაც ახლა წერს ანუ ამას:

” It exists, but you don’t have permission to see it, or you need to log in.
Nothing has ever existed here. Spooky. ” ანუ ეს ნიშნავს რომ განა წაშლილია ვიდეოები? უბრალოდ წვდომაა მათზე მოხსნილი და შენ ან ვტორიზაცია გჭირდება რომ ნახო ან რაიმე ნებართვა…

ეხლა უყურე რახდება და სად გაიშიფრეს თავები,
ერთი პატარა შეცდომა და აჰა შედეგი…
ვიდეოები ატვირთა ხელისუფლებამ ან ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა და რატო?

ვიდეოები არ არის წაშლილი, მასზე მხოლოდ წვდომაა მოხსნილი და მეტი არაფერი…
მათი წაშლა რომ სდომოდათ წაშლიდნენ სამუდამოდ და უბრალოდ წვდომას არ მოხსნიდნენ ესეც პასუხი და ესეც ფაქტი!!!

თეორია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვიდეოების წაშლა და ვითომ იმ სხვამ ვინც ატვირთა იმან მოხსნა წვდომა, აი ძალიან სასაცილოა, საქართველოს კიბერ უსაფრთხოებამ ვერ შეძლო 4 კვირის განმავლობაში ვიდეოს წაშლა…

თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მათ მოხსნეს წვდომა, ეს იმას ნიშნავს თქვან, რომ მათ ატვირთეს, რადგან თუ წვდომის მოხსნა შეგიძლია, ასევე შეგიძლია წაშალო სამუდამოდ…

აი ეხლა რაღა უნდა უპასუხოთ ხალხს?

სქრინშოტზე დავმალე რაღაცეები რო ბრალი არ დამდონ ლინკის გავრცელებაში!

ამ წუთებში კიდე ორჯერ გავაკეთეთ ტესტი ავტირთეთ ორჯერ ვიდეო და წავშალეთ ერთ შემთხვევაში არაფერი დაეწერა,მეორე შემთხვევაში დაეწერა Something once lived here, but has been deleted. ანუ ვიდეო წაშლილია ასევე დავაყენე პრივატზე დაეწერა It exists, but you don’t have permission to see it, or you need to log in.
Nothing has ever existed here. Spooky რაც ნიშნავს იმას რომ მასზე წვდომაა მოხსნილი !!!!“-აცხადებს ფეიქრიშვილი.

 

კომენტარის დატოვება