ანკარის მერი: გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში Су-24-ის პილოტი იღებდა მონაწილეობას

ანკარის მერმა მელიხ გეკჩეკმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში რუსეთის ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის Су-24-ის პილოტი იღებდა მონაწილეობას.

უფრო ადრე კი გენშტაბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობის მთავარი ორგანიზატორი სამხედრო-საჰაერო ძალებია.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულია  194,  დაშავებული კი 1 100 ადამიანია.

მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.

დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი. სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.

ამ დროისთვის, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს. ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს. ათათურქის აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრეები გადატრიალების მცდელობის მოწყობაში მონაწილე სამხედროებს სახალხოდ, ლინჩის წესით უსწორდებიან.

13681000_10205288352327607_7730993869780433895_n

 

კომენტარის დატოვება