უმრავლესობაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა არსებობს კონსენსუსის რესურსი…

ირაკლი კობახიძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კონსენსუსი მიიღწევა.

მისი თქმით, უმრავლესობაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა არსებობს კონსენსუსის რესურსი.

„არის განსხვავებული მოსაზრებები, ვიცით რომ არიან მათ შორის მაჟორიტარები, რომელებიც ეწინააღმდეგებიან, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ჩვენ გვქონდა პირველადი განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, სადაც გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. გვაქვს დიდი იმედი, რომ კონსენსუსი მიიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში, კონსენსუსის რესურსი არსებობს.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამისი რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან“- განაცხადა კობახიძემ.