სამოქალაქო მოძრაობამ “დაიცავი კონსტიტუცია” დღეს საარჩევნო სისტემასთან ერთად პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა და უშიშროების საბჭოს გაუქმება გააპროტესტა.

სამოქალაქო მოძრაობამ “დაიცავი კონსტიტუცია” დღეს საარჩევნო სისტემასთან ერთად  პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა და უშიშროების საბჭოს გაუქმება გააპროტესტა. ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ დღეს  არასაპარლამენტო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამართულ შეხვედრაზე დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მათი განცხადებით, კონსტიტუცია არ უნდა იყოს ერთ პარტიაზე მორგებული კანონი, თუნდაც ის იყოს მაღალრეიტინგული  და მის ცვლილებას ყველა უნდა იზიარებდეს.