საარჩევნო ბარიერი ნარჩუნდება არსებულ დონეზე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე

-“დღეს საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ საქართველოში რამდენი პოლიტიკური პარტიის ჩამოთვლა შეუძლია, მე დარწმუნებული ვარ, რომ 6-7 პარტიას ვერ გადასცდება. იმიტომ, რომ საქართველოში რეალურად ამაზე მეტი პოლიტიკური პარტია არ არსებობს. ამ დროს, საქართველოში კანონის თანახმად, 20 პარტიას ეწოდება კვალიფიციური პარტია, რაც იწვევს აბსოლუტურ აღრევას პარტიულ სისტემაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ბლოკის ინსტიტუტი თუ არ გაუქმდება, საქართველოში არასოდეს ჩამოყალიბდება ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა. აქედან გამომდინარე ბლოკის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვისას.

საარჩევნო ბარიერი ნარჩუნდება არსებულ დონეზე. ეს არის 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. პირველ რიგში, ამ ორ ელემენტზე რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება პარტიებისთვის 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესებას, ეს არის ევროპის ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა, არის ათზე მეტი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ხაზს ვუსვამ, პარტიებისთვის მოქმედებს 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით, ვერც იურიდიული და ვერც სხვა სახის შენიშვნები ვერ იქნება”.