„ქვეყანა, რომელიც გიულენს იფარებს, თურქეთის მეგობარი არ არის!“

„ქვეყანა, რომელიც ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელ ფეტჰულახ გიულენს იფარავს, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მთავარი ბრალდებულია,არ არის ანკარას მეგობარი“-განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს, ანკარა მის ექსტრადაციას მოითხოვს.

-„ქვეყანა, რომელიც იფარებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარ დამნაშავეს, თურქეთის მეგობარი არ არის!“-განაცხადა პრემიერმა პრეს-კონფერენციაზე.

 

კომენტარის დატოვება