„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა დაიწყო

სპორტის სასახლეში „თავისუფალი დემოკრატების“  რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას 4760 დელეგატი ესწრება. ყრილობის თავმჯდომარეა ირაკლი ალასანია, ყრილობა კი გიორგი ცაგარეიშვილს მიჰყავს.

ყრილობაზე პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია საარცევნო სიის ოცეულს და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

ყრილობაზე ხმის დამთვლელი კომისიის წევრები დაამტკიცეს.

ყრილობამ უკვე დაამტკიცა ახალი ლოგო და ახალი იურიდიული მისამართი. პარტია განთავსებული იქნება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, #7-ში. გაიზარდა პარტიის გამგეობის წევრთა რიცხვი.

კომენტარის დატოვება