საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა.  როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ,  ისინი ელოდებიან შეთავაზებას მმართველი გუნდის მხრიდან ფორმატთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება თვითონ მარგველაშვილი ჩავა რეგიონებში საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად და დაესწრება თუ არა საყოველთაო განხილვას.   ქართული ოცნების წევრები კი აცხადებენ, რომ თვითონ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით სურს მას კონსტიტუციის  პროექტში  ჩართვა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.     ჩართულობის პროცესის წინააღმდეგ გამოდის ნაციონალური მოძრაობა.  მოძრაობა “ევროპული საქართველო” კი პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მოსახლეობამ, საზოგადოებამ გადაწყვიტოს ქვეყნის უზენაესი კანონის ბედი და არა ერთმა პარტიამ.

კონსტიტუციაში შემავალი  ცვლილებების საყოველთაო განხილვა კვირის ბოლოს დაიწყება. საკონსტიტუციო კომისიის წევრები პირველ შეხვედრას ქუთაისის მოსახლეობასთან გამართავენ.