ობამები ჩიკაგოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად $2 მილიონს გადარიცხავენ

CNN-ის ინფორმაციით, ბარაკ და მიშელ ობამები ჩიკაგოს ჩრდილოეთ ნაწილში სამუშაო ადგილების შესაქმნელად 2 მილიონ დოლარს გადარიცხავენ.

-„ჩვენ პირადი დანაზოგიდან გადავრიცხავთ 2 მილიონს იმისთვის, რომ ზაფხულში ხალხს სამუშაო ჰქონდეს“-განაცხადა ბარაკ ობამამ.

მისივე თქმით, 4 წლის შემდეგ ჩიკაგოში, დექსონ-პარკში გაიხსნება სპეციალური ცენტრ-მუზეუმი, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას შეასრულებს და ამავე დროს იქნება ობამას ფონდის შტაბ-ბინა.

-„მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვუცადოთ 4 წელს და გვინდა ახლავე დავეხმაროთ ხალხს“-დააზუსტა ექს-პრეზიდენტმა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ბარაკ ობამა თანახმაა უოლ-სთრითის კონფერენციაზე 400 ათას დოლარად მიიღოს მონაწილეობა, რომელ თანხასაც შემდეგ ფონდში გადარიცხავს.