ერდოღანმა ობამას გიულენის თურქეთისთვის გადაცემა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯარის მთავარსადალი თვითონაა. ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტს მიმართა და აშშ-ში მცხოვრები გიულენის თურქეთისთვის გადაცემა სთხოვა.

თურქეთის მთავრობა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს.

თავად გიულენი კი აცხადებს, რომ გმობს გადატრიალებას და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კომენტარის დატოვება