მსოფლიო რბენა და ქართველი გამარჯვებულები

Wings for Life World Run 2017: ზედიზედ მეოთხედ საქართველოში! 

8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში – მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.

წლევანდელი Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა – „ფინიშმანქანა” მას 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია.

გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია.

მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებული ვაჟთა შორის შვედი არონან დერსონი გახდა, რომელმაც დუბაიში 92,14 კილომეტრი დაფარა. გოგონათა შორის პოლონელმა დომინიკა სტელმახმა გაიმარჯვა. ჩილეში, სანტიაგოში გამართულ რბენაში „ფინიშმანქანა” მას 68,21 კილომეტრზე წამოეწია.

წლეულს საქველმოქმედო მსოფლიო რბენა ექვს კონტინენტზე, 58 ქვეყნაში, 110 ადგილზე გაიმართა.