„შრომითი ინსპექცია არ უნდა იყოს ფორმალური და უუფლებო სტრუქტურა…“

გიორგი თევზაძე –  შრომითი უფლებების დაცვისათვის უნდა შეიქმნას შრომითი ინსპექცია რომელიც არ იქნება ფორმალური და უუფლეებო სტრუქტურა, არამედ იგი აღჭურვილი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე რეალურ სამართლებრივ ბერკეტებით დამსაქმებლების მიმართ.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე გამოეხმაურა.

-„ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი უსამძიმრებს გარდაცვილთა ოჯახის წევრებს და ტყიბულის შახტის თანამშრომლებს ამ უდიდეს ტრაგედიას. გავრცელებულ განცხადება აღნიშნულია, რომ „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, კერძოდ შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც ოთხი მეშახტის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ცნობილია აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მსჯელობა აღნიშნული პრობლემების ირგვლივ თუმცა როგორც ვხედავთ შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით ძნელია ვივარაუდოთ რომ პრობლემები გამოსწორდა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში შრომითი უფლებების დაცვისათვის უნდა შეიქმნას შრომითი ინსპექცი,ა რომელიც არ იქნება ფორმალური და უუფლეებო სტრუქტურა, იგი აღჭურვილი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე რეალურ სამართლებრივ ბერკეტებით დამსაქმებლების მიმართ. დამრღვევი დამსაქმებლების მიმართ უნდა შეეძლოს გამოიყენოს შესაბამისი როგორც ფულადი, ასევე ადმინისტრაციული სანქციები. რომლის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია თავისთავად ხელისუფლების პოლიტიკური ნება, დროა ხელისუფლებამ მარტო დამსაქმებლებზე და ბანკირების პირობების გაუმჯობესებაზე კი არ  იფიქროს, არამედ  ქვეყნის ეკონომიური განვითარების მოტივით, მოსახლეობის ინტერესები და დასაქმებულთა უფლებებიც დაიცვას.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მზადარის დასაქმებულთა და დაზარალებულთა მხრიდან მომართვის შემთხვევაში გამოყოს ადვოკატები, რომლებიც დაიცავენ მათ კანონიერ ინტერესებს“- აღნიშნულია თევზაძის განცხადებაში.