დანგრეულ განათლების კუბოს ბოლო ლურსმანს ჯეჯელავა ჩაარჭობს!

2016 წლის 15 ივლისს  განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სალომე ასათიანის გადაცემაში “ინტერVIEW” იყო სტუმრად და განათლების სისტემის მიზნების შესახებ ისაუბრა.

მის მიერ გამოთქმულ აზრს-„ჩვენი პირველადი და მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ჰარმონიული ადამიანი. ბაზრის მოთხოვნა არის ლიბერალური ფასეულობები, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. როდესაც ბაზრის მოთხოვნაზე ვლაპარაკობთ, ნუ შევზღუდავთ შრომის ბაზრით. ფართო გაგებით ბაზარს რა სჭირდება, როგორი ქართველები სჭირდება თანამედროვე კაცობრიობას. ამიტომ, ჩემი პასუხი კითხვაზე, რა არის ფუნდამენტური და მთავარი მიზანი და როლი, ჩემი აზრით, არის ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბება. მჯერა, რომ არათვითრეალიზებული ადამიანი, პროფესიული თვალსაზრისით, ჰარმონიას და ბედნიერებას ვერ აღწევს. ამიტომ, თუ გნებავთ, შრომის ბაზრის ეს ნაწილი გავხადოთ ქვეამოცანა, მაგრამ დედა თუ მამა ამოცანა არის, რომ ადამიანი იყოს ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობებში, ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, იყოს ეკოლოგიური არამხოლოდ ბუნებასთან, არამედ თავის გარემომცველებთან და მსოფლიოსთან, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ -დემურ გიორხელიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

-„რას ბოდავს, ეს გონებადაკარგული უაზრო?!
აზრზე თუ არის მაინც, რა თანამდებობაზეა?!
სად გამოჩხრიკეს ეს უაზრობა?!
როგოც სალამური არ გამოდის ყველა მასალისგან, ისე არაფერი გამოვა ამის მინისტრობიდან,
პირიქით…”რეფორმატორების” მიერ დანგრეულ განათლების კუბოს ბოლო ლურსმანს ჩაარჭობს!.. ჯერ რაც განაცხადა, ყველაფერი ამის დამადასტურებელია. ეს უკვე მასშტაბური სისულელეა!

იმასაც ვერ ხვდება, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში  ასეთი დაუშვებელი სიბრიყვე რომ არ თქვას….
ცალი თვალით დამანახა ამის “რეკომენდატორი” ვინ არის,  გახვრეტილი შაური ჩემგან მას!”

კომენტარის დატოვება