“”ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ” – ტყიბულში პრემიერი ჩავიდა

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების დაკრძალვაზე გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა.

“ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. ​რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკურ ზედამხედველობას. ეს საკითხიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.