ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლად 6 პოლიციელი აიყვანა

სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანი აცხადებს, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 6 პოლიციელი აიყვანეს.

-„მათ შეიარაღებულნი არიან და ჰყავთ მძევლები, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მშვიდობიანად ჩაბარდნენ“-აცხადებს პოღოსიანი.

მისი თქმით ამბოხებულები ისევ ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასომხეთის პრეზიდენტმა სამხედროებთან განიხილა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

სპეცრაზმი, რომელიც შეიარაღებული პირების მიერ დაკავებული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა, საბრძოლო მზადყოფნაშია.

კომენტარის დატოვება