უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში 11 მაისს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი დავით სიხარულიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. ჯარისკაცის ჩამოსვენებას აეროპორტში ოჯახის წევრებთან და ახლობლებლთან ერთად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცეპოლკოვნიკი საქართველოს თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში 2014 წლამდე მსახურობდა. ის იბრძოდა აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის აგვისტოს ომში. 2014 წლიდან სიხარულიძე უკრაინაში, ქვეყნისტერიტორიული მთლიანობისთვის მოხალისედ იბრძოდა, სადაც საბრძოლო ვითარებაში დაიღუპა.

1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.