გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის მოსახლეობა არაბებზე 200 ჰექტარ მიწის გაყიდვას აპროტესტებს

გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის მოსახლეობა არაბებზე 200-300 ჰექტარ მიწის გაყიდვას აპროტესტებს.  როგორც ისინი აცხადებენ,  ადგილობრივ ხელისუფლებას სახნავ-სათესი მიწის გამოსაყოფად და საკუთრებაში დასამტკიცებად არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.  გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის მიწის უდიდესი ნაწილი უცხოელებზეა გაყიდული და აქ არაბები სოფლის გაშენებას გეგმავენ. კუმისელი მოსახლეობის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული მიწა ერთ-ერთ ორგანიზაციაზე გაიყიდა, რა დროსაც ადგილობრივებისთვის ამ ადგილის საძოვრებად გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა როცა რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ აქ ღობის შემოსავლები მასალა ნახა, გააპროტესტა. ვითარებაში გასარკვევად ადგილობრივებს რაიონის საკრებულოს დეპუტატი დაპირდა. კუმისელების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არაბებზე გაყიდული სოფლის მიწა ადგილობრივებს არ დაუბრუნდათ, ისინი საყოველთაო გამოსვლებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.