“ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სახელმწიფოს მეთოდური დეინსტიტუციონალიზება…”

ნიკა რურუა

ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სახელმწიფოს მეთოდური დეინსტიტუციონალიზება ივანიშვილის ხელით (და სავარაუდოდ, პუტინის რუსეთის გეგმის მიხედვით) – ყველა ინსტიტუცია, ამ გეგმის მიხედვით, უნდა იმართებოდეს გარედან, ვინმე ნამდვილი ან პირობითი “ფარცხალაძის”, ანდა ნამდვილი ან პირობითი “საყვარელი დეიდაშვილის, უჩას” ხელით. რეალურად ეს გარე მმართველია არაფორმალური უფროსი ინსტიტუციისა, ვინც პასუხისმგებელია არა კანონისა და კონსტიტუციის, არამედ ივანიშვილის წინაშე. ასეთია ოლიგარქიული მართვის ტიპიური ქსელი.
ეს მოდელი პერსპექტივაში ორ ძირითად ბოროტებას წარმოშობს:

1. ის წამლავს მოქალაქეთა რწმენას სახელმწიფოს წესიერებასა და სანდოობაში, რითაც მრავლად აჩენს ანტისახელმწიფოებრივ, ანტი-სოციალურ ელემენტებს შესაბამისი ქცევებითა და სენტიმენტებით;

2. ის უქმნის საფრთხეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ანუ სახელმწიფოს განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივას სპობს. შესაბამისად, ყველანაირ ასპარეზს ართმევს ჩვენს შვილებს.