მედიათეკების გაერთიანების რიგით მესამე ფილიალი იხსნება

დღეს, 15 მაისს, 12:00 საათზე, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ყოფილი კიკვიძის) პარკში, თბილისის მედიათეკების გაერთიანების რიგით მესამე ფილიალის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.