„არგო“ პრემიერისთვის ემზადება (ვიდეო)

ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“  პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი სცენაზე „არგოელების“ მიერ გაცოცხლებულ ნოდარ დუმბაძის „ბოშებს“ იხილავს.

წინასაპრემიერო რეპეტიციები საკმაოდ დატვირთულია. როგორც „არგოს“ ხელმძღვანელმა გუჯა ქარაიამ გვითხრა, ახლა ძირითადად ბოშურ ცეკვებზე ბუშაობენ და თან ყოველ რეპეტიციაზე მეტყველების სავარჯიშოებს იმეორებენ, რადგან მსახიობისთვის ხომ მთავარი მეტყველებაა.

„არგო“ შემოქმედებით წვაშია. მაისის ბოლოს  პრემიერაა, შემდეგ კი თეატრალური ფესტივალები… მიზანი უკვე დაისახეს-ყველა ფესტივალიდან გამარჯვებულები უნდა წამოვიდნენ.

წარმატება ვუსურვოთ პატარა მსახიობებს.

რეპეტიცია