NDI-ს კვლევებით მოსახლეობის უმეტესობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სურს

ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საზოგადოების აზრზე კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა. კონსტიტუციის გარდა კითხვები ეხება პოლიტიკური პარტიების და უწყებების რეიტინგებსაც.  NDI-ს მონაცემებით, 29%  – ქართული ოცნებას, 10%- ნაციონალური მოძრაობას, 4%-პატრიოტთა ალიანსს, 3% კი – ლეიბორისტული პარტიას უჭერს მხარს. ინსტიტუტმა ასევე ლიდერების რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც დაფიქსირდა,  რომ  53% – გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას  აფასებს საშუალოდ, ხოლო  პრეზიდენტისას – 53%. პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 42 % . რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებაში შესატან საპრეზიდენტო არჩევნების წესს, NDI-ს  მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 84% თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამომრჩეველი  უნდა ირჩევდეს პირდაპირი წესით. გამოკითხულთა 47% თვლის რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა შენარჩუნდეს, რადგან მაჟორიტარ დეპუტატებს ყველაზე მეტად ესმით ხალხის პრობლემა.

უწყების რეიტინგის მხრივ  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას. ასევე ნდობის თვალსაზრისით, ეკლესიის როლს უკავია დიდი ადგილი მოსახლეობაში, თუმცა როგორც კვლევებით ირკვევა, გასულ წელთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი შემცირებულია.