“მოდელით, რომელსაც თავს ახვევს საზოგადოებას კობახიძე, მივიღოთ ზეპარტიული პრეზიდენტი, არის ტყუილი!”

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ „ახირებებზე და პირად ემოციებზე აგებული პოლიტიკური მოდელები მთავრდება კრახით“. მისი თქმით კონსტიტუციის არანაირი სახალხო განხილვები არ ყოფილა და ხალხს არავინ არაფერი ჰჯითხა.

-საპარლამენტო რესპუბლიკა გულისხმობს ძლიერ პარტიულ სისტემას, რომელიც კოალიციური თანხმობის მთავრობებით ფორმირდება. წინასწარ ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ის კატეგორიულად გამორიცხავს კოალიციური მთავრობების შექმნას. ანუ, ისევ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვერანაირად იქნება ზეპარტიული, როგორც ამაში გვარწმუნებენ. ან საიდან უნდა აღმოცენდეს ეს ზეპარტიული პრეზიდენტი? ის ხომ ისევ 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს და ვინ არიან ეს 300 ხმოსანი?  ვინ არიან და პარლამენტის წევრები, სადაც ერთი პარტიის უმრავლესობის წევრების და სესაბამისად კონსტიტუციური უმრავლეობა ექნება ერთ პარტიას, რადგან თუ პარლამენტის ავმჯდომარე გამორიცხავს კოალიციური მთავრობების შექმნას, გამოდის ის მუდმივად იქნება კონსტიტუციურ უმრავლესობად. კობახიძე ყველა თავის გამოსვლაში ღიად ამბობს ამას. შესაბამისად, კონსტიტუციური უმრავლესობით უნდა იყოს ერთი პარტია და პრეზიდენტიც, რომელიც ვითომ ზეპარტიული უნდა იყოს, ისევ უნდა აირჩიოს ერთმა პარტიამ. ანუ უნდა დანიშნოს უფუნქციო პრეზიდენტი ამ ერტმა პარტიამ.  ამ მოდელით, რომელსაც თავს ახვევს საზოგადოებას კობახიძე, მივიღოთ ზეპარტიული პრეზიდენტი, ეს არის ტყუილი!

ეს საკონსტიტუციო ცვლილება მორგებულია პიროვნულ შეხედულებებზე. ახირებებზე და პირად ემოციებზე აგებული პოლიტიკური მოდელები მთავრდება კრახით.