შსს: ოთარ წოწორიას სახლში ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები

ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში ბათუმში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთბს:

“ოთარ წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.“ – განმარტავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაინიშნება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.