მეწყერი საძინებელში და 100 ლარი თვეში – დედა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

დავით ცხვარაძე

ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა, ასათიანების ოჯახი დახმარებას ითხოვს ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები, სანატრელი ჭერი და კედლები.

ქუთაისში გაპონოვის 46 _ა ში მცხოვრებ მარინე ასათიანის საცხოვრებელ სახლში მეწყერი ჩამოწვა. სახლს, რომელიც ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფოტოებშია ასახული სახლი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ, მას არც კარ-ფანჯარა აქვს და არც ჭერი. ღამით საძინებელში ჩამოწოლილმა  მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა!

ოჯახის  პრობლემა ცნობილია ყველა შესაბამისი უწყებისთვის,  ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში  geomediatv.ge _ ს განუცხადეს, რომ ოჯახს რამდენიმე წლის წინ ფინანსურად დაეხმარნენ, მას შემდეგ კი მათთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია, ქუთაისის მერია მარინე ასათიანის ოჯახს ხელახალი განცხადებით მიმართვას სთხოვს, მათ პირდებიან, რომ აღნიშნულ საქმეს ხელმეორედ მოიკვლევენ, ოჯახს კი შესაბამის დახმარებასაც გაუწევენ.

ახლა ასათიანების ოჯახი ქუთაისის მერის დახმარების მოლოდინშია. ქალბატონს მეუღლე წლების წინ დაეღუპა და შვილს მარტო ზრდის, მარინე ასათიანის ოჯახს სოციალური დახმარება წლების წინ მოუხსნენს.

geomediatv.ge _მ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოშიც გადაამოწმა , იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის, ნინო ჭიღლაძის განმარტებით ოჯახმა, თავიდან უნდა გააკეთოს რეგისტრაცია, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სწორედ ამის შემდეგ გადამოწმდება ქულები და ოჯახს შესაბამისი დახმარებაც გაეწევა. ამ დროისთვის კი მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო კი ასათიანების ბავშვის 100 ლარიანი პენსია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვ ნალექს ელოდებიან რამაც შესაძლოა ოჯახის გასაჭირი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადოს.