საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით,  ხვალ დასავლეთ საქართველოდან ისევ შემოვა ცივი ჰაერის მასები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უამინდობას გამოიწვევს. მომდევნო დღეებში ისევ წვიმები შენარჩუნდება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთში. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგ ადგილას ძალიან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.  ცივი და წვიმიანი ამინდები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 მაისამდე გასტანს.