მაკკეინი: “ლავროვი – მკვლელის და ადამიანებისთვის თავების მომჭრელის მარიონეტია“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ამერუკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა შეაფასა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მან ლავროვს Fox News -ის ეთერში “მკვლელის მარიონეტი” უწოდა და აქვე დასძინა, რომ მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში.

“ლავროვი – მკვლელის და ადამიანებისთვის თავების მომჭრელის მარიონეტია, რომელმაც გამოიყენა რუსული დიდი სიზუტის იარაღი ალეპოში საავადმყოფოებზე დარტყმისთვის. არღვევს ადამიანის უფლებებს რეგიონში, შეიჭრა უკრაინაში, წაიღო ყირიმი. ის მოქმედებდა ყველაზე ბანდიტურად, მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში . სასურველი გარემოებების შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინს შეხვდებოდა, ეს კიდევ დასაშვები იქნებოდა, მაგრამ არა მარიონეტ ლავროვთან შეხევდრა, რომელიც მხოლოდ პროპაგანდისტია” განაცხადა მაკკეინმა.