ტერეზა მეი: ეს არის საშინელი ტერორისტული აქტი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მანჩესტერში, სტადიონზე კონცერტის დასასრულს მომხდარი აფეთქება  „საშინელ ტერორისტულ აქტად“ შეაფასა. მისი თქმით პოლიციამ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 19 და დაშავდა 50 ადამიანი. სტადიონზე უმეტესად მოზარდები და ახალგაზრდები იმყპფებოდნენ. მომხდარზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.