ვინ დაიკავებს ოპერაში კინწურაშვილის სავარძელს?

ოპერის თეატრის 170-მდე მუსიკოსი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს.

დასმა კულტურის სამინისტროში ხელმოწერებით დადასტურებული წერილი შეიტანა. მოთხოვნას მხოლოდ რევაზ ტაკიძის ხელმოწერა აკლია.

ოპერაში უკვე ასახელებენ ამ თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებს. დასის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კინწურაშვილის ადგილი შესაძლოა, ზაზა აზმაიფარაშვილმა, გოგი ჭიჭინაძემ ან  ვახტანგ მაჭავარიანმა დაიკავოს.

დასის ნაწილი სურვილს გამოთქვამს, პოსტზე დავით საყვარელიძე დააბრუნონ, რომელიც  ოცნების ხელისუფლებამ თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივთ დაითხოვა.

სავარაუდო კანიდატებად ასევე განიხილება ნინო სურგულაძის და მზია ნიორაძის კანდიდატურებიც.

მაგრამ მინისტრს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სწორედ მიხეილ გიორგაძეზეა დამოკიდებული ოპერის ხელმძღვანელის შეცვლა და 23 ივლისს სეზონის დახურვა.

შრგახსენებთ, რომ  ოპერის პირველი სეზონის დახურვის წარმოდგენა ერთხელ უკვე ჩაიშალა.

კომენტარის დატოვება