„მემარცხენე ალიანსი“ სამარშუტო ტაქსებში კონდიციონერების ჩაურთველობას გააპროტესტებს

საკმაოდ დაცხა და მგზავრები სამარშუტო ტაქსებში კონდიციონერების ჩართვას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ხშირ შემთხვევაში მძღოლები გაგრილების სისტემას არც მგზავრების თხოვნის შემთხვევაში რთავენ და არც “თბილისის  მიკროავტობუსის’’ მოთხოვნას ემორჩილებიან.

ამ პრობლემას „მემარცხენე ალიანსი“ ეხმიანება და 19 ივლისს, 13:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია კონდიციონერების ჩაურთველობის გამო შექმნილ გაუსაძლის პირობებს და ხალხის მოთხოვნის უგულვებელყოფას აქციაზე გააპროტესტებს.

საპროტესტო აქცია გაიმართება კოლმეურნეობის მოედანზე, ვეკუასა და თაბუკაშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში, სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე.

კომენტარის დატოვება