სააკაშვილის შემდეგ საგანელიძის „სინგაპურიზაცია“-“…წინააღმდეგი არ ვიქნები“

საზოგადოებას კარგად ახსოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ფრაზა-“საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური”. ისიც ახსოვს, რომ „სინგაპურიზაციის“ გამო ექს-პრეზიდენტმა არა ერთი კრიტიკა დაიმსახურა და განსაკუთრებით დღევანდელი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან. ალბათ ისიც გვახსოვს რომ ითქვა-„სააკაშვილის დამთავრებისთანავე სინგაპურიზაციაც დასრულდა საქართველოშიო“, მაგრამ როგორც აღმოჩნდა „ნურას  უკაცრავად!“  სააკაშვილს მიმდევარიც გამოუჩნდა.

როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა „საქმის კურსს“ განუცხადა, “თუ საქართველო სინგაპურიზაციისკენ წავა“ ის წინააღმდეგი არ იქნება.

„საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ინფორმაციით, საქართველოში ქსელური სასტუმროების აშენებით სინგაპურული კომპანიები დაინტერესდნენ.
როგორც დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, ის Hyland Holdings Pte Ltd და Shenzhen Futao Sheng Industry Co. Ltd-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

“მათ უნდათ საქართველოში სასტუმროების აშენება. მაჩვენეს რენდერების სახით, როგორი ტიპის სასტუმროების აშენება სურთ – ეს სასტუმროები უნდა იყო ქართულ კულტურასთან ასოცირებული – მაგალითად, კახეთში – ღვინოსთან, დასავლეთში – ჩაისთან და ა.შ.”, – განაცხადა საგანელიძემ სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. სინგაპურიზაციის პოლიტიკის გამო, წინა ხელისუფლება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, „საქმის კურსმა“ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ჰკითხა: „სინგაპურიზაციისკენ ხომ არ წავა საქართველო”, რაზეც საგანელიძემ შემდეგი პასუხი გასცა:

“თუ საქართველო სინგაპურიზაციისკენ წავა, მე მაგის წინააღმდეგი არ ვიქნები; ოღონდ რეალური სინგაპურიზაციისკენ და არა ვთქვათ, მხოლოდ პათეტიკისთვის, რომ მერე ორი-სამი შენობა გადამოიღო და უადგილო ადგილას ჩასვა.. სხვათაშორის პირველად ვიყავი სინგაპურში და კარგად მივხვდი, საიდან იყო დანახული ზოგიერთი ობიექტი და მერე სურვილი გაჩნდა, რომ ზუსტად ასეთი ყოფილიყო საქართველოში. სინგაპურში ეს შენობები არის ფანტასტიური, მაგრამ ყველაფერს სწორი ადგილი სჭირდება. როგორი ფანტასტიური სადილი არ უნდა გააკეთო, იმას თუ როიალზე დადებ, არ ივარგებს. ასე რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს”, – განაცხადა საგანელიძემ.

წყარო

http://www.bm.ge/ka/article/davit-saganelidze-tu-saqartvelo-singapurizaciisken-wava-winaagmdegi-ar-viqnebi/11777

ეს უკვე მეორე ფრაზაა, რომელმაც საგანელიძის მიმართ საზოგადოებაში და განსაკუთრებით სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

საგანელიძის მიერ ჩინელებისთვის მიწის გადაცემის მოთხოვნამ საკმაოდ მწვავე შეფასებები დაიმსახურა.

იხ.

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=36194

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა-თუ ჩინელები რასაც მოიყვანენ, ისევ თვითონ წაიღებენ, რა სარგებელი ექნება საქართველოს?  მითუმეტეს, რომ ჩინური კომპანიები თავიანთი მუშახელით ჩამოდიან…