ამერიკას და ევროკავშირს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გააჩნიათ

“ევროკავშირს და ამერიკას აქვთ საერთო პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა განსხვავებული შეხედულებები გვაქვს რუსეთთან მიმართებაში”- ამის შესახებ  ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა.  როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, მათ მოილაპარაკეს როგორ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე სამხედრო ძალადობის წინააღმდეგ შემდგომ ურთიერთობებზე. როიტერის ინფორმაციით,  ტრამპმა და ტუსკმა ასევე ერთიანი ძალებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც განიხილეს.