„კოჰაბიტაცია“ მისთვის დიდი სასჯელია…ერთი ვერ ვასწავლე მხოლოდ-პოლიტიკაში ერთგულება დასჯადია! ისჯება კიდეც!..“

აწ უკვე ყოფილი პარლამენტარის, ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ჩამომიყვანეს სამმართველოს პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს რომ გამოვედი, ორმოცამდე კაცი დგას… ხელებშეკრულები, ნაცემები. მე მივყავარ უკვე სასამართლოში, გამომიწერეს “პუტიოვკა”, ვიღაცა ტიპი დამყვება, ვითომ ჩემი დამპატიმრებელია. დავინახე, ბიჭო, ლუკა დგას იქით, კურტანიძე… “ვაბშე” შიშველი ზემოთ, ნახევი აქვს მარტო “მაიკის”, ხელები შეკრული და სიმწრის ცრემლი ახრჩობს. დგას კაცი, ჩემი მეგობარი, რომელსაც ათეული წლებია ვიცნობ, მე ქურთუკი მაცვია, თან ცოტა ცივა, ნაწვიმია, უკვე დილაა. მივედი, გვერდით დავუდექი და ვეუბნები: ლუკა, მაგრად უნდა იყო! მინდა, რომ გავამხნევო.

კაცია შეურაცხყოფილი, განადგურებული… მე საერთოდ ბავშვობიდან ასეთი ვარ, ვერ მატირებდნენ, ჩემ თვალზე ცრემლი არავის უნახავს. მერე გავიხადე ქურთუკი და ჩავაცვი. თავიდან დაიწყეს, არ შეიძლებაო. ბიჭო, ნახეთ, რა დღეშია კაცი, რა არ შეიძლება, ამოდენა ლომი ასე შიშველი როგორ უნდა გაიყვანოთ-მეთქი?! წარმოიდგინე ახლა, ექვსი შვილი გყავს, მათთვის ამხელა ავტორიტეტი ხარ, მსოფლიო ჩემპიონატზე იდექი, საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ, ამხელა დიდება გაქვს ამ ქვეყნისთვის მოტანილი და ამ დროს ხარ ნაცემი, შეურაცხყოფილი, განადგურებული. სამმართველოს გრძელ კიბეებზე რომ ჩაჰყავდათ, ზურგიდან შევხედე, გეფიცებით, მართლა ცრემლი წამომივიდა. ბიჭო, ამას რას ერჩით, რა გინდათ, განსხვავებული აზრი აქვს!”…. ამ სიტყვებით იხსენებს სოსო ჯაჭვლიანი 2011 წლის 26 მაისს ლუკასთან “შეხვედრას ” .

ეს ქურთუკი თვეების შემდეგ დაუბრუნა ლუკამ სოსოს ..

არასდროს ვსაუბრობთ მე და ლუკა პოლიტიკაზე. ვხედავ ბევრ რამეს განიცდის და ბევრი რამე კიდევ ტკივა. ვიცი რომ ე.წ კოჰაბიტაცია მისთვის ერთი დიდი სასჯელივითაა, მაგრამ ძლიერია და ამასაც გადალახავს. ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან მე და ლუკა. ერთი ვერ ვასწავლე მხოლოდ – პოლიტიკაში ერთგულება დასჯადია! ისჯება კიდეც!

P.S ეს ჩემი აზრია და არა ლუკასი…