ემიგრანტებო, ნუ გამოაგზავნით ფულს… და მალე მშიერი ხალხის რევოლუციას ნახავთ!

ირაკლი ღლონტი

პარტია “რეფორმატორები”

-“ემიგრანტების გზავნილზე დგას საქართველო !

რაც შეეხება გადასახადებს, რომელსაც გადამხდელები ვიხდით, ამ თანხების ძირითად ნაწილს უაპელაციოდ ითვისებს ხელოვნურად გაბერილი სახელმწიფო სამსახურები და განიკარგება ხელფასების, პრემია-დანამატების, კომფორტული ჯიპების შესყიდვის, არაფრისმთქმელი მივლინებების (შოპინგები) მიმართულებით.

ემიგრანტებო, ნუ გამოაგზავნით ფულს… დიახ, ნუ გამოაგზვნით თუ გსურთ დაბრუნება საკუთარ ქვეყანაში… ნუ გამოაგზავნით და ნახავთ რამდენიმე თვეში მშიერი ხალხის რევოლუციას ! არჩევნების ხანა დასრულდა ! არჩევნები ჯიბეში ჩაიდო ხელისუფლებამ !