განსჯისათვის, გააზრებისა და დაფიქრებისათვის!!!

დემურ გიორხელიძე

განსჯისათვის, გააზრებისა და დაფიქრებისათვის!!!

“ფასეულობები – ფასეულობათა სისტემა ღრმად გამჯდარია კულტურის საძირკვლებში, ასრულებს ფუძემდებლურ როლს და კულტურიდან ადამიანების გონებაში იკავებს ღრმა ადგილს.

დილეტანტ, შემთხვევით და მართულ ადამიანებს პოლიტიკაში , – ე.წ. დღევანდელ „პოლიტიკურ აქტორებს“ არ ესმით, რომ ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა არ ემორჩილება მათ ე.წ. „ორიენტაციებს“, რადგან ფასეულობების ცვლილება არა „ორიენტაციების“ ყალბი მიდევნებითა და დემაგოგიით ხდება, არამედ, პრაქტიკულ ცხოვრებაში ვარგისიანობისა და კონკურენტული შერჩევის გზით, რომელსაც სტაბილურად საკმარისი დროის პერიოდში მოაქვს შედეგი… მაშინ ხალხი ითვისებს ამ ახალს და გაითავისებს მას, რადგან ახალი ზოგიერთი ფასეულობის შეთვისება/ათვისების პროცესია და საკუთარ პრიზმაში გარდატეხა/მორგება და არა საკუთარი კულტურის ფასეულობათა სისტემის იგნორირება და მისი სრული გაბაიბურება, რასაც რეალურად მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი…
სწორედ აქ დაუშვეს მათ გამოუსწორებელი შეცდომა!

უკვე 2O წელია, ყოველი ფრაზა „ორიენტაციებზე“ სიყალბითაა გაჟღენთილი.
ყალბი ადამიანი ვერ ფარავს თავის სიყალბეს…
მათი „ორიენტაცია“ მათ ნიღაბს ხსდის და საშინლად აშიშვლებთ მათ.
ეს ე.წ. „ორიენტირებული პოლიტიკოსები“ შეცდნენ, როცა საკუთარი ზერელობის გამო იფიქრეს და დაუშვეს, რომ ქართველები უნდა კისრისტეხით გაქცეულიყვნენ და გადაშვებულიყვნენ რაღაც „ფასეულობების“ მორევში, რომლებიც ამათი მოკლე ჭკუით, ასე დეკლარაციულად მისაღები იყო, თითქოსდა, ამით შესაძლებელი ყოფილიყო წარმატების მიღწევა: სახელმწიფოს დონეზე წარმატება კი – ეს საკუთარი ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარება, მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა! არაფერი ამის მსგავსი მათ არ ამოძრავებდათ და არც დღეს ამოძრავებთ!

განსაკუთრებით ყალბად და სასაცილოდ გაისმოდა და გაისმის მათი მხრიდან „დემოკრატიულ ფასეულობებზე“ აპელირება და ამ არარსებული ფასეულობების ქართულ კულტურაში დამკვიდრების მცდელობა.

საქმე ისაა, რომ დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა – ეს არის პროცედურები, თუ როგორ უნდა გადაეცეს ძალაუფლება ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფს, – სხვა არაფერი…
დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა – ცარიელია ფასეულობების თვალსაზრისით!
ფასეულობები კატეგორიათა სულ სხვა სისტემას მიეკუთვნება და არანაირი კავშირი აქვს დემოკრატიასთან. აი, ფასეულობები კი სწორედაც რომ განმსაზღვრელია იმისა, თუ როგორ აღასრულებ ამ პროცედურებს: როცა დემოკრატიულ „ფასასეულობებზე“ გაჰკივიხარ და ორივე ხელით არჩევნებს აყალბებ, დასავლური ორიენტაციის კი არა, შავბნელი პერიოდის ბოლშევიკი ხარ მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან, როცა ახალგაზრდა აგრესიულ სტუდენტთა ჯგუფმა სანკტ-პეტერბურგში საფუძველი ჩაუყარა ტოტალიტარული პარტიის იდეებსა და ბოლშევიკის „კატეხიზმოს“… წაიკითხეთ ყურადღებით, – მსგავსება დღევანდელობასთან უდიდესია!

რაც შეეხება ძალიან ძლიერ დასავლურ კულტურასა და ცივილიზაციას მთლიანობაში, თუ კარგად ჩავუკვირდებით, ქართული კულტურის ფასეულობათა სისტემასთან იგი სრულ თანხვედრაშია და არ არსებობს დასავლურ კულტურაში ფასეულობა, რომელიც უცხო იყოს ქართული კულტურისათვის, პირიქით, – ქართული კულტურა ფარავს მათ ფასეულობათა სისტემას…

p.s.
სოდომიის ქადაგება და მისი „ადამიანის უფლებებად“ გასაღება არ არის დასავლური კულტურის პროპაგანდა – ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია დიდი დასავლური კულტურისა, რომელსაც აშკარად მიზანმიმართული ხასიათი აქვს.

რა ბრიყვი უნდა ყოფილიყო ქართველი, ძალიან საეჭვო ხალხის მიერ პროპაგანდირებული, თითქოსდა, „დასავლური ფასეულობების“ გაგონებაზე [რომელ პროპაგანდაშიც დასავლური არაფერი იყო] მიეფურთხებინა საკუთარი უზარმაზარი ისტორიული ფესვებისათვის და უაზრობაში გადავარდნილიყო…”

კომენტარის დატოვება