ქართველი „კავეენშიკების“ მორიგი წარმატება-ვულოცავთ!(ვიდეო)

წუხელ ქართველი „კავეენშიკები“ სამშობლოში ჯილდოთი დაბრუნდნენ.

16 ივლისს ქალაქ სვეტლოგორსკში გაიმართა „კავეენის“ ტრადიციული ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალურ-იუმორისტული კონკურსი „გოლოსიაში კივინ“.

სასიხარულოა, რომ ქართველმა „კავეენშიკებმა“ თავი გამოიჩინეს და შინ დაჯილდოებული ბრუნდებიან. კერძოდ, საქართველოს „კავეენის“ ნაკრებმა ე.წ. „საპრეზიდენტო კივინი“ დაიმსახურა.

ამ ჯილდოს პირადი სიმპათიით გადასცემს ხოლმე გამორჩეულ გუნდს თავად „ამიკ“-ის პრეზიდენტი ალექსანდრე მასლიაკოვი. წელს პრეზიდენტის სიმპათია სწორედ ქართულმა გუნდმა დაიმსახურა და ძალიან გაახარა გულშემატკივრები.

13817036_1194060057292402_1084156125_n

„საპრეზიდენტო“ ჯილდო ახალშექმნილი ქართული ნაკრებისთვის სერიოზული წარმატებაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ წლევანდელ „გოლოსიაში კივინზე“ სულ 27 გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მხოლოდ 7 პრიზი თამაშდებოდა. ქართულმა გუნდმა შეძლო ამ შვიდიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ჯილოდს დაუფლებოდა.

ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას ქართულ გუნდს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას ქართველ „კავეენშიკებს“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდისთვის ეს უკვე მეორე სერიოზული საერთაშორისო ჯილდოა.  გუნდი 2014 წელს „კავეენის“ პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა. ასეთი ტიტული  „კავეენში“ ჯერ არც ერთ სხვა ქართულ გუნდს არ მოუგია.

საქართველოს კავეენის ნაკრები გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განათლების, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, ბატონ ირაკლი გვილავას.

ჟიურის წევრს, სიმიონ სლეპაკოვს ძალიან მოეწონა ქართველების გამოსვლა და აღნიშნა კიდეც.

 

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password