ავარიის შედეგად 8 წლის გოგონა საქარე მინიდან გადმოვარდა

დავით ცხვარაძე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.მაღალი სიჩქარით მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილსდაეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის ავტომობილს საქარე მინა გაუტყდა და 8 წლის გოგონა გადმოვარდა.

საბედნიეროდ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კიდევ ერთი მგზავრი-ახალგაზრდა ქალი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს, არც გოგონას სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ის ოჯახის წევრებმა სახლში უკვე გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.