მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა. უცნობია ბიგვავა თანამდებობიდან თავად გადადგა თუ გადააყენეს.

ინფორმაციის გადამოწმებას “პირველი რადიო” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში შეეცადა, თუმცა ჩვენს ზარებს არც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა და არც პრესსამსახურის სხვა თანამშრომლებმა არ უპასუხეს.

სატელეფონო ზარებს არც თავად მაკო ბიგვავა პასუხობს.

“პირველი რადიო”