ბრაზილიაში მეწყერის გამო 70 ათასი ადამიანია ევაკუირებული

ბრაზილიაში მეწყერის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 70 ათასი მობინადრე კი სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია. პერნამბუკუს შტატის 31 ქალაქში განგაშია გამოცხადებული. 46 ათასმა ადამიანმა უკვე დატოვა საცხოვრებელი სახლი და ზოგი მათგანი ნათესავებთან, ზოგი კი თავშესაფარებში, ან საჯარო დაწესებულებებში რჩება. მეწყერის საშიშროების გამო ბრაზილიის მეორე შტატ ალაგოასშიც საგანგებო მდგომარეობაა, სადაც 27 ქალაქის 24 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა საკუთარი სახლი.