ანდრო ბარნოვი: გორში მაჟორიტარობას ვაპირებ

ანდრო ბარნოვი გორში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

-„რადგან გორში მაჟორიტარობას ვაპირებ, უნდა ვთქვა, რომ ჩემი პარტნიორი იქნება ყველა დასავლური ძალა. ჩვენ უნდა მოვიგოთ გორი და სათავე დავუდოთ აღმშენებლობის კამპანიას მთელს ქართლში და მთელს საქართველოში.

მე პირადად ამბიცია მაქვს, რომ როგორც რეგიონის წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ პერიოდს მთელ ქართლს დავამახსოვრებთ აღმშენებლობით, ეკონომიკური აღმავლობით, განათლების, სამოქალაქო კულტურის განვითარებით.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ახლა დასავლურ ფლანგს სახელი არ აქვს. ეს არის ერთი დიდი პარტია, სადაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია. ამიტომ, “შიდაფლანგური” უთანხმოებების მიუხედავად, მხარი უნდა დავუჭიროთ იმას, ვინც მეტის გაკეთებას შესძლებს.

ასე მართლა გავიმარჯვებთ“-აცხადებს ბარნოვი.

კომენტარის დატოვება