”მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, გაჩნდეს მკაფიო ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიწების გასხვისება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მოხდება და  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება.

”მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ გაჩნდეს მკაფიო ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს” – განაცხადა კობახიძემ.

მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს, უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.