რატომ ჭრიან ხეებს ბორჯომში? (ვიდეო)

ფეისბუქ-მომხმარებელი შოთა გოგოძე ბორჯომში ხეების მოჭრის ფაქტზე ვიდეო მასალას ავრცელებს.

შოთა გოგოძე:  Sos…sos…sos!!!!!გთხოვთ გაავრცელოთ…ეს არის ბორჯომი ზემო პლატო ყოფილი კომპოზიტორების კორპუსის წინ შესასვლლელთან. ხეები  აბსოლუტურას საღიააა“.

ოფიციალურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხეები დაავადებულია და კიდევ 3000 კუბი დაავადებული ხეა მოსაჭრელი. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ბორჯომის მუნიციპალიტეტთან დაკავშირება, ამიტომ

„GeoMediaTV“ მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მოგვაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია, რათა ჩვენ საზოგადოებას გავცეთ კითხვაზე პასუხი-რატომ დაიჭრა ხეები?

ჩვენ კიდევ ვცდილობთ ბორჯომთან დაკავშირებას და ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე მივაწოდებთ მკითხველს.

კომენტარის დატოვება